ავსტრიელი დიპლომატი რუსეთში მიმდინარე ქალთა ფორუმით კმაყოფილია

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ევრაზიის ქალთა ფორუმზე ნამდვილად საერთაშორისო ატმოსფეროა, განაცხადა ავსტრიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა.
მისი თქმით, ფორუმზე არაბულენოვან მონაწილეებს შეხვდა და ამან დიდი სიამოვნება მოჰგვარა.
„ფორუმზე ძალიან სასიამოვნო ქალბატონს შევხვდი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მომეცა შესაძლებლობა, არაბულ ენაზე მესაუბმასთან. ეს ყოველთვის კმაყოფილებას მგვრის. უბრალოდ მსიამოვნებს არაბული ენის მოსმენა, მასზე საუბარი და ასეთ საერთაშორისო გარემოში ყოფნა. ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მრავალფეროვნება გვქონდეს“, – თქვა ექს-მინისტრმა.
ევრაზიის ქალთა IV ფორუმი სანქტ-პეტერბურგში 18 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. მისი ორგანიზატორები არიან ფედერაციის საბჭო და დსთ-ის პარლამენტთაშორისი ასამბლეა.