თბილისში 3, 4 ათას აბობენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 3,4 ათასამდე აბონენტს დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპნაია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების შეზღუდვის მიზეზი წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეწყდება 18 სექტემბრის 22:00 საათიდან 19 სექტემბრის 10:00 საათამდე პერიოდში. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 19 სექტემბრის 1000 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც წყნეთი მოსახლეობის ნაწილს, ისე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.