„ეს არაპროფესიონალურია“: პესკოვმა სტოლტენბერგს უპასუხა

Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. იენს სტოლტენბერგის სიტყვები, რომ სერიოზულად არ იღებს ვლადიმირ პუტინის განცხადებებს რუსეთზე დასავლური იარაღით თავდასხმის შედეგების შესახებ, არაშორსმჭვრეტელურია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ასეთი საჩვენებელი სურვილი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების სერიოზულად არაღქმისა, არის აბსოლუტურად არაშორსმჭვრეტელური, არაპროფესიონალური ნაბიჯი. მე ამას ბატონი სტოლტენბერგის წარმავალ ნატურას მივაწერ“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
ამასთან პერსკოვმა ხაზი გაუსვა, რომ სულ მალე ნატოს ამჟამინდელი გენმდივანი საკუთარ განცხადებებზე პასუხს აღარ აგებს. მანამდე სტოლტენბერგმა გაზეთ Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევისთვის რუსეთის სიღრმეში შორი რადიუსის რაკეტებით დარტყმის ნებართვა ესკალაციის გამომწვევ წითელ ხაზად ვერ იქცევა.
გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ ნატოში მხოლოდ დასავლური შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე კი არ მსჯელობენ, არამედ კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობასაც განიხილავენ. მისი თქმით, დასავლეთის პირდაპირი ჩართვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ნიშნავს იმას, რომ ნატო რუსეთს ეომება, რასაც მოსკოვი მის წინაშე გაჩენილი საფრთხეების გათვალისწინებით უპასუხებს.