თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, აბრამიძის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ, მისი მეგობარი მამაკაცია.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.