თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. დასავლურ კომაპნიებს აწყობთ აფრიკაში ტერორიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება რესურსების წართმევა, რეგიონში ქაოსისა და არასტაბილურობის დათესვა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ევრაზიის ქალტა მეოთხე ფორუმზე.
„აფრიკა იტანჯება ტერორიზმისგან, იმიტომ, რომ ის გარედანაა შეტანილი; იმიტომ, რომ დასავლურ კომპანიებს სარგებელი აქვთ იარაღით ვაჭრობითა და იქ ახალი პრობლემების შეგდებით; იმიტომ, რომ ტერორიზმის ეგიდით ხელსაყრელია და შეიძლება რესურსების წართღმევა, ქაოსისა და პოლიტიკური არასტაბილურობის თესვა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ევრაზიის ქალთა მეოთხე ფორუმმა მუშაობა დღეს დაიწყო სანქტ-პეტერბურგში. მას ორი აღასამდე მონაწილე ესწრება რუსეთის ყველა რეგიონიდან, მსოფლიოს 126 ქვეყნიდან და 21 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
ფორუმის საქმიანი პროგრამა ხუთ თემატურ პლატფორმას მოიცავს, რომელთაგან თითოეული პლანეტაზე მიმდინარე გლობალურ პროცესებში ქალების მონაწილეობას ეძღვნება.
აღინიშნება, რომ ფორუმის ფარგლებში ჩატარდება „ქალთა ოცეულის“ (W200) სხდომა, ცენტრალური აფრიკისა და რუსეთის ქალთა დიალოგი, ევრაზიული კავშირის განვითარებაში ქალთა როლის განხილვა.
გარდა ამისა, ამ პლატფორმაზე პირველად გაიმართება BRICS-ის ქალთა ფორუმი, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ქალთა საკითხების მინისტრთა სხდომა და BRICS-ის ქალთა საქმიანი ალიანსის სხდომა.