თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 17 სექტემბრის 12:00 საათიდან 18 სექტემბრის 07:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ. კერძოდ, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე ტექნიკური სამუშაოები 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, მარსელის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს.
სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დემეტრე თავდადებულის, ხევძმარის ქუჩა N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის და გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს; გაზის, ავჭალა 2-ის და ცენტოლიტის დასახლებებს.
ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს.
მუხიანის I და II მიკრორაიონებს, III მიკრორაიონის N17-22 კორპუსებს, IV ა მიკრორაიონის N1-7 კორპუსებს, მარესლის, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს; ზღვის უბნის III მიკრორაიონის კვარტლებს (გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).
კომპანიაGWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.