საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი- Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 18-20 სექტემბერს მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
თბილისში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22- 24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26-28 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-24 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22- 24 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21-23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო)მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-17 გრადუსი იქნება.