მსოფლიო დღეს

ომსკში SCO-ს მეოთხე ფორუმი იწყება

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების რეგიონული მეთაურების IV ფორუმი დღეს, 17 სექტემბერს დაიწყება და მუშაობას 19 სექტემბერს დაასრულებს.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ომსკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების რეგიონული მეთაურების IV ფორუმში რამდენიმე ასეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა ომსკის ოლქის ხელმძღვანელის პრესმდივანმა მინა ახვერდიევამ.
„ფორუმში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 500 ადამიანი, მათ შორის რუსეთის 14 სუბიექტის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ინდოეთის წარმომადგენლები. იგეგმება ნიგერიის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და იაპონიის ბიზნეს-წარმომადგენლების მონაწილეობაც“, – თქვა მან.
როგორც რუსული პრესა წერს, ფორუმის მონაწილეები განიხილავენ რეგიონების როლს ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებაში SCO სივრცეში, რეგიონებს შორის ურთიერთქმედების პერსპექტივებს სოფლის მეურნეობის სექტორში და საუკეთესო პრაქტიკას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების რეგიონული მეთაურების IV ფორუმი დღეს, 17 სექტემბერს დაიწყება და მუშაობას 19 სექტემბერს დაასრულებს.