თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქართულმა ლიტერატურულმა პრემია „საბა 2024"-მა დაასახელა ფინალისტების ვინაობა, რომლებიც სანუკვარი ქანდაკებისთვის იბრძოლებენ, ნათქვამია პრემიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა.
ჟიურიმ 250-მდე წიგნი უკვე განიხილა და 7 ნომინაციაში ფინალისტების სია გამოაქვეყნა. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბერის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი“.
ნომინაციაში „საუკეთესო რომანი" წარდგენილიაბესო სოლომანაშვილის „ლუმპენ მილენიუმი“, დავით ქართველიშვილის „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“, თეა თოფურიას „იაკობისჭასთან“, ირაკლი სამსონაძის „ნუციკოდან ნუციკომდე“, ლაშა ბუღაძის „საქართველოს სახელით“ და ნიკოლოზ ცისკარიშვილის „აჩრდილები“.
წოდებისთვის „საუკეთესო პროზაული კრებული" იბრძოლებს ხუთი ავტორი: ეკა ქევანიშვილი - „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“, ზაალ სამადაშვილი - „რასაც ყველა ვერ ხედავს“, ლუკა ხატიაშვილი - „ჭირის მეგობარი“, მარი ბექაური - „ორ ზღვასშუა“, ნანა ჯეჯეია - „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“.
კატეგორიაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული" წარდგენილია არიან: ბესიკ ხარანაული - „ეს საქართველოა“, გიორგი კეკელიძე - „ახალი სიმღერები“ (ინტელექტი), იაკი კაბე - “მოქალაქე”, მედეა ზაალიშვილი - „სიმშვიდე დაფნის ხეებში“, ნანა აკობიძე - „ვალაუვალი“.
ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" იბრძოლებენ: აინე მერმე - „ეუარა“, გიორგი კვიტატიანი - „ბრინჯაოსქალაქი - ქაოსის ქრონიკები“, თამარ ჟღენტი - „წამისყოფა“ (ინტელექტი), მეგი გაბისონია ჯ.მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“, ნატალი დარასელია - „სააღდგო მომოკვდინება“, რუსუდან ტყემალაძე - „არქიტექტორი“, სალომე პატარიძე - „დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში“, სოსო ყიფშიძე - „ბედთან მოთამაშე".
კატეგორია „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა" წარმოადგენს ხუთ ფინალისტს: არჩილ ქიქოძე - „ინდოეთის დღიური“, დალილა ცატავა - „გასტრონომიული სიზმრები“, ზაზა ბურჭულაძე - „ჩემისიმღერა“, ლევან ბერძენიშვილ - „ჩვენები - ქართველები ბერძნულ მითოსში“, მალხაზ ხარბედია - „შეთხზული „მე“.
ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა" იბრძოლებენ: თეიმურაზ დოიაშვილი - ვარდი ნაწვიმარ სილაში”, ნონა კუპრეიშვილი - “საშიში ინტერპრეტაციები”.
კატეგორიაში „წლის საუკეთესო პიესა" წარდგენილი არიან: გიორგი მაისურაძე - “ლეთე”, დავით გაბუნია - “როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი”, დალილა გოგია - „მამა”.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თი-ბი-სი ბანკმა“ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს.
დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5 ათასზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).