ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად საქართველოს ძალისხმევა აღნიშნა

2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სომხეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რეგიონალური და საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ორშაბათს, 15 სექტემბერს ეწვია. მაღალი რანგის სტუმრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, იმას, რომ თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ იყოს განხორციელებული წვლილი რეგიონალური და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
როგორც მან აღნიშნა, სომხეთის მთავრობა, ყველა სირთულის მიუხედავად, მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს შესაძლებელი.
„მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბენეფიციარები ამ მშვიდობისა არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო და თურქეთი. ასევე, ირანიც მიიღებს სარგებელს", - განაცხადა ფაშინიანმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთის ძალისხმევას მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით.
„საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზად არის „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
კობახიძემ ასევე აღნიშნა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის მაღალი დონის ორმხრივი ხშირი ვიზიტების მნიშვნელობა.
საქართველოს პრემიერმა სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა მარტში სომხეთში ვიზიტისას თბილი დახვედრისთვის და ამასთან, საქართველოში ჩამობრძანებისა და მისი წვლილისთვის ქართულ-სომხური ურთიერთობების განვითარებაში.
მიმდინარე შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურასა და განათლებაში.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.