მსოფლიო დღეს

აშშ-მა სწავლება „ოკეანე 2024-ს“ უპასუხა

Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. აშშ-მა, რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო სწავლება „ოკეანე 2024-ის“ გამო, ოპერატიულად გადაისროლა თავისი ძალები ალასკის ალეუტის კუნძულებზე, წერს Business Insider.
გამოცემა ამერიკულ სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ნაბიჯი არის მკაფიო სიგნალი აშშ-ის მოწინააღმდეგეებისათვის, რომ აქვს უნარი, განსაკუთრებული შეტყობინების გარეშე გადაისროლოს თავისი ძალები და საშუალებები ყველაზე შორეულ წერტილშიც კი.
„ამ ძალების გაერთიანება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ანახებს, რომ ჩვენ შეგვიძლია განვთავსდეთ ნებისმიერ ადგილას და მოულოდნელი დილემა შევქმნათ. და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია მნიშვნელოვანი საცეცხლე ძალით“, – განაცხადა აშშ-ის მე-11 სამხედრო-სადესანტე დივიზიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჰილბერტმა.
მანამდე, 10 სექტემბერს რუსეთმა სტრატეგიული სასარდლო-საშტაბო სწავლება „ოკეანე 2024“ დაიწყო. სწავლებას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი, ადმირალი ალექსანდრ მოისეევი ხელმძღვანელობს.
სწავლებაში ჩართულია 400 სამხედრო გემი, წყალქვეშა ნავი და უზრუნველყოფის ხომალდი, ავიაციის 120-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 90 ათასზე მეტი სამხედრო. მანევრებზე მიწვეულები არიან რუსეთის პარტნიორი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტები.