თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ევროპა არ უნდა ელოდეს, რომ ირანი ცალმხრივად განიმსჭვალება მისი უსაფრთხოების პრობლემებით, ვინაიდან უკრაინის კონფლიქტმა გაართულა ურთიერთობები თეირანსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ.
მისი თქმით, ევროპას ჰგონია, რომ ირანი ცალმხრივად დადგება მის მხარეზე და რეგიონის სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვას დაიწყებს. მაგრამ, არაქჩის თქმით, თეირანი ასეთ ნაბიჯზე არ წავა.
„უკრაინის საკითხმა ევროპასთან ჩვენი ურთიერთობები გაართულა... იმან, რაც უკრაინაში ხდება, და იმ გრძნობამ, რასაც ევროპელები განიცდიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე... პრობლემები და ახალი სირთულეები შექმნა ირანთან ურთიერთობაში“, – აღნიშნა არაქჩიმ.
მანამდე გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთობლივი განცხადებით დაემუქრნენ ირანს ახალი სანქციებით, მათ შორის საჰაერო მომსახურების ორმხრივი შეთანხმებების გაუქმებით, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო მიწოდების გამო. არაქი ირწმუნება, რომ ეს მცდარი ბრალდებებია, ვინაიდან ირანს საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული და აქედან გამომდინარე, არ აქვს შესაძლებლობა, მიაწოდოს რუსეთს მსგავსი შეიარაღება.