თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რაგბი ევროპის სუპერთასზე ქართულმა ფრანჩაიზმა „შავმა ლომმა“ ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ესპანეთში სტუმრად „იბერიანსთან“ გამართა და მეტოქე ანგარიშით 54:3 დაამარცხა.
ევროპის სუპერთასი ახალი ტურნირია, რომელიცRugby Europe-მ 2021-2022 წლების სეზონისთვის დააორგანიზა. შეჯიბრში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
სუპერთასის გამარჯვებული სამივე სეზონზე „შავი ლომი" იყო.
ეს „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რიჩარდ კოკერილის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო – ინგლისელი სპეციალისტის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს რვა ლელო დაუდეს, აქედან შვიდი ლუკა მანტკავას ანგარიშზეა.
„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასზე მომდევნო მატჩს კვლავ სტუმრად ჩაატარებს – 21 სექტემბერს ქართული გუნდი ლისაბონში „ლუზიტანუშს“ დაუპირისპირდება.