კახეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე 16-19 სექტემბრის პერიოდში ტრანსპორტი გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სოფლების სასადილო-შუამთის მონაკვეთის (ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27-60-ე კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ასფალტ-ბეტობის საფარის მოწყობა, რის გამოც საავტომობილო გზის 27-60-ე კმ მონაკვეთზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველ დღეს 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლი 20 სექტემბრის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში შეზღუდება მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.