დღეს 2024 წლის 15 სექტემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
გექნებათ შანსი, რომ სასურველს მიაღწიოთ – დროა, განახორციელოთ ის, რაც დიდი ხანია, დაგეგმილი გაქვთ, მაგრამ ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავდით. ხართ ნებისყოფიანი, შეგიძლიათ საკუთარი ინტერესების მშვიდად დაცვა, ამიტომ შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებების, განხილვებისა და ახალი პროექტების პრეზენტაციისთვის. ადვილად გამოგივათ საქმეები, რომლებიც კონკრეტიკას, დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
ვერძი: აუცილებლად გჭირდებათ ცვლილებები და ეს უცნაური და საეჭვო ნაბიჯებისკენ გიბიძგებთ. სანამ რამეს გააკეთებთ ან გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. ასტროლოგები გირჩევენ, არ დაიტვირთოთ თავი საზრუნავითა და ამოცანებით - დაძაბულობა თქვენს ჯანმრთელობას ავნებს და ამის გამო მომდევნო დღეები ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებთ.
კურო: უარი თქვით მუშაობაზე; უბრალოდ, წამოწექით და დაისვენეთ. მეორე ვარიანტია - შეგიძლიათ მეგობრებს შეხვდეთ და დრო იმგვარად გაატაროთ, რომ მოდუნება შეძლოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, საღამოს შეიძლება საკმაოდ კრეატიული იდეა მოგივიდეთ თავში და რომ არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად ჩაიწერეთ.
ტყუპი: შეგიძლიათ ექსპერიმენტირება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. ასე ბევრი რამის შეცვლას მოახერხებთ და ცვლილებები ნამდვილად მოგეწონებათ. პერსპექტივები გაიხსნება ფინანსურ სფეროში - თუ არაფორმალურად იფიქრებთ, მეტი ფულის გამომუშავების შესაძლებლობები გაქვთ, ასე რომ, თავს ჩარჩოში ნუ მოიქცევთ. გადაწყვეტილებები ფრთხილად მიიღეთ - ჯერ კარგად დაფიქრდით.
კირჩხიბი: პირველ რიგში, საკუთარ თავზე და საკუთარ სურვილებზე იფიქრეთ და შემდეგ სხვის ხუშტურებზე. სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ურთიერთობებში ფრთხილად იყოთ - თქვენი განწყობა ელვისებურად იცვლება და ამან, შესაძლოა, ურთიერთობებზე თავისი არცთუ კარგი კვალი დატოვოს.
ლომი: ჯობია, სვლა შეანელოთ, ზოგიერთი საქმე კი საერთოდ შეაჩეროთ. ახლა დასვენება გჭირდებათ. გაეშურეთ იქით, სადაც ხმაური და მხიარულებაა და დრო კარგად გაატარეთ. ასტროლოგები გირჩევენ, საღამოს რომანტიკული შეხვედრა დანიშნოთ საყვარელ ადამიანთან და თქვენს ურთიერთობებს ახალი ხიბლი შესძინოთ.
ქალწული: რუტინაზე უარი თქვით, ასევე საქმიან გეგმაზე. იმხიარულეთ, გაერთეთ - საამისოდ შესანიშნავი დღეა. გაიცანით უცნობი ადამიანები - ისინი განსხვავებულ იდეებს შემოგთავაზებენ. იყავით კრეატიული სახლშიცა და სამსახურშიც. სწორედ თქვენი წარმოსახვის წყალობით ცხოვრება სწრაფად შეიცვლება და ლამაზ ფერებს შეიძენს.
სასწორი: ხედავთ მიზანს, მაგრამ დაბრკოლებებს - ვერა, და სწორედ აქ იმალება საფრთხე. სანამ რამე ნაბიჯს გადადგამთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, უპრიანი იყოს ალტერნატიული გზის მოძებნა - უფრო რთულის, მაგრამ რომელიც მიზნამდე მიგიყვანთ. ფრთხილად იყავით ყველაფერში - დიდია შეცდომის დაშვების რისკი.
მორიელი: დაისვენეთ იმდენი, რამდენიც თქვენ გინდათ. აჩქარება საჭირო არაა. საქმეები შეძლებისდაგვარად სხვა დროისთვის გადადეთ. ასტროლოგები გირჩევენ, შემოქმედებით საქმიანობას, ჰობის მიხედოთ, რაც თქვენში სასიამოვნო შეგრძნებებს გამოიწვევს და ამასთან, ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. ცვლილებები კი ახლა ჰაერივით გჭირდებათ.
მშვილდოსანი: ნამდვილად ღირს, რომ დღეს ტაიმ-აუტი აიღოთ და კარგად დაისვენოთ. ამასთან, შინაგანად დაძაბული იქნებით. არ ინერვიულოთ, არაფერი გამოგეპარებათ მხედველობიდან. პირიქით, შეძლებთ „გადატვირთვას" და საქმეებთან ახალი ძალებით შეჭიდებას. საღამოს დრო შემოქმედებას დაუთმეთ - მუზა აუცილებლად გეწვევათ.
თხის რქა: დღეს საკუთარი თავით აღფრთოვანებასა და მოკრძალებას შორის ოქროს შუალედის პოვნა მოგიწევთ და მხოლოდ მაშინ შეძლებთ შესაძლებლობების ხელში ჩაგდებას. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ განვითარდება და ეს კარიერაზე დადებითად აისახება. ამისთვის ადამიანებს მადლობა უთხარით. კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ - მოშურნეებსაც შენიშნავთ და მათგან თავი შორს დაიჭირეთ.
მერწყული: არ ღირს რთულ და სერიოზულ საქმეებთან შეჭიდება. ჯობია, ჩვეულ საქმეებს მიხედოთ - ასე შეცდომის დაშვების რისკი შემცირდება. არაა გამორიცხული, ვინმე ძალიან გაგაკვირვოთ და ამით თქვენი რწმენა კარგისა და კეთილისადმი მოიმატებს. ასტროლოგები გირჩევენ, მოუსმინოთ შინაგან შეგრძნებებს - არ გამოგეპაროთ მხედველობიდან ჯანმრთელობის პრობლემები.
თევზები: ძალიან ბევრი სტრესი დაგიგროვდათ, ამიტომ კატეგორიული რჩევაა - მოდუნდით და დაისვენეთ, არ დაიწყოთ არცერთი საქმე. დღის გეგმას საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება. მიეცით თავს უფლება, რომ დღეს არაფერი გააკეთოთ. ეს რთული იქნება, მაგრამ ძალიან წაგადგებათ. საღამოს თქვენი ჰობი გაიხსენეთ - ეს სიამოვნებას მოგგვრით.