თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 733 გრამი) გამოავლინეს.
არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ 93.598 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
წყარო - შემოსავლების სამსახური.