მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა

ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ახლობლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
ზურაბ ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.
თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.