გურჯაანში მანქანის შეკეთებისას ხელოსანი დაიღუპა

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მამაკაცი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში არსებულ ავტოსახელოსნოში 33 წლის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
თვითმხილველების განცხადებით, ხელოსანს ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით (ე.წ. დომკრატით) ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მანქანა ჩამოვარდა და ხელოსანი ქვეშ მოიყოლა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მამაკაცი მედიკოსებს გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.