ბათუმში ბინებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები

ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები 10%-ით გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის აგვისტოში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა 9%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 1169 ბინა გაიყიდა, რაც 7,5%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 16%-ით და 62 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები 10%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-ით შემცირდა.
გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1,1 ათასი დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 10%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1053 დოლარი შეადგინა.