თბილისში მაღაზია „ორი ნაბიჯი“ გაქურდეს

გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული. არსებული ინფორმაციით სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვანია.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისში თამარ მეფის გამზირზე „2 ნაბიჯის" ფილიალი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
არსებული ინფორმაციით, დილის 7 საათზე სუპერმარკეტში არასრულწლოვანი შეიპარა და ტკბილეული წაიღო.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული.