თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზმა მუშაობა განაახლა

Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზმა მუშაობა განაახლა, იუწყება ქართული მედია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით.
საბურთალოს ხაზზე მატარებლების გადაადგილება ტექნიკური პრობლემის გამო დროებით შეჩერებული იყო. ადგილზე ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.