თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხება ტექნიკური პრობლემით არის გამოწვეული.
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, პირველი ხაზი შეუფერხებლად მუშაობს.