თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის აგვისტოში თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-ით შემცირდა - გაიყიდა 3,2 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ის ბაზრის მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 7%-ით და 230 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 0,4%-ით, ძველი ბინების კი 17%-ით შემცირდა.
2024 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში - 7%-ით, ხოლო ცენტრთან ახლოს - 4%-ით.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და 9%-ით - ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 2%-იანი კლება დაფიქსირდა.