რუს ტურისტს ბათუმში მეხი დაეცა - როგორია დაშავებულის მდგომარეობა

მომხდარის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. 32 წლის რუსი ტურისტი, რომელსაც ოთხშაბათ საღამოს ბათუმში მეხი დაეცა, სტაციონარშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა თიკო შანთაძემ.
მეხი სამარელ ტურისტს 11 სექტემბერს საღამოს დაეცა, როდესაც ის მეგობრებთან რესტორანთან ახლოს პირსზე იმყოფებოდა. ახალგაზრდები ცეკვავდნენ იმ დროს, როდესაც კაცს მეხი დაეცა. მომხდარის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სტაციონარში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - თქვა მორიგე ექიმმა.
დაშავებული მამაკაცი „112“-ის ეკიპაჟმა საავადმყოფოში მომხდარიდან მალევე გადაიყვანა.