თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისთვის და გამოძალვისთვის 18 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანს სოციალური ქსელით მისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნას სთხოვდა, რომლითაც შემდგომ მას აშანტაჟებდა და სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობის მუქარით დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.
ახალგზარდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გამოძალვის ბრალდებით არის დაკავებული.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.