საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს გოლი გაუტანა

საქართველო-ალბანეთის მატჩი ტირანაში მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთს პირველი გოლი გაუტანა.
შეხვედრის 71-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი ქოჩორაშვილმა აიღო და საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 დააწინაურა.
აღნიშნული გოლი გიორგი ქოჩორაშვილისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გატანილი მეორე ბურთია.
მატჩის პირველი ტაიმი ფრე ანგარიშით 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
B1 ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთის ნაკრებმა სტუმრად უკრაინას ანგარიშით 2:1 მოუგო და საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფის ლიდერი გახდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.