თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჟურნალისტური ნამუშევრების საერთაშორისო კონკურსზე „განათლება ზეგ" განაცხადების მიღება დაიწყო, საუკეთესო ნამუშევრების ავტორები მიწვეული იქნებიან მოსკოვში საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია კონკურსის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების 18-დან 35 წლამდე ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და პოლიტოლოგებს. კონკურსი მოიცავს მედიაინდუსტრიის ძირითად სფეროებს და ითვალისწინებს ხუთ ნომინაციას:
ბეჭდური პრესა
ტელევიზია და ვიდეოკონტენტი მედიაში
რადიო და პოდკასტი
ინტერნეტ-მედია
სოციალური მედია.
„ჩვენ ვეძებთ მასალებს, რომლებიც ეხება განათლების აქტუალურ ასპექტებს, მის გამოწვევებსა და განვითარებას. ჟიური განიხილავს ყველა განაცხადს, თუნდაც მათ, რომელიც სცილდება მითითებულ თემებს“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
განცხადების მიღება 2024 წლის 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონკურსის გამარჯვებულები რუსეთის ქალაქებში კრუიზში გაემგზავრებიან.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა. დაინტერესებულ პირებს კონკურსის წესების გაცნობა და ნამუშევრების გაგზავნა კონკურსის ვებგვერდზე შეუძლიათ.