შოიგუ: BRICS-ის ქვეყნებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლიათ

Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქვეყნებს, რომლებიც BRICS-ის წევრები არიან, დიდი საერთო წვლილის შეტანა შეუძლიათ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ.
აღნიშნული განცხადება მან სანქტ-პეტერბურგში გააკეთა, BEICS-ისა და BRICS+-ის სახელმწიფოების მაღალი წარმომადგენლების შეხვედრაზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ BRICS-ის ქვეყნებს აქვთ უნარი, სერიოზული საერთო წვლილი შეიტანონ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ასევე იმ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორებიცაა: ტერორიზმი, ექსტრემისტული საქმიანობა, ტრანსნაციონალური დანაშაული, საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება კრიმინალური მიზნებით. ჩვენ უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა ამ მიმართულებით“, — თქვა შოიგუმ.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში რუსეთში BRICS-ის სამიტი იგეგმება. როგორ რუსული მედია წერს, მასში მონაწილეობა უკვე დაადასტურა ბევრმა არაბულმა ქვეყანამ.