ზურაბიშვილი მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

მოქმედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით იყაროს კენჭი, რათა საქართველო ევროპული განვითარების გზას დააუბრუნდეს.
მოქმედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

„მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემს მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვაწარმოო მოლაპარაკებები ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან," - განაცხადა ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები.
ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობამ უნდა განახორციელოს.