თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ვლადიმირ პუტინი არ წავა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ნიუ-იორკში, რადგან დღეს აშშ არ არის საუკეთესო ადგილი რუსეთის პრეზიდენტისთვის სამოგზაუროდ, განუცხადა „რია ნოვოსტის“ დმიტრი პესკოვმა.
„ბოლო წლებში ის არ მოგზაურობს. თანაც, ახლა აშშ არის ქვეყანა, რომელიც, როგორც გაეროს შტაბ-ბინა, თავის ვალდებულებებს არცთუ სახარბიელოდ ასრულებს. ამიტომ ახლა ეს არ არის საუკეთესო ადგილი მოგზაურობისთვის“, — ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კითხვას, რატომ გადაწყვიტა პუტინმა, კვლავ არ გამოსულიყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
მანამდე პუტინმა რუსეთის დელეგაციის ათკაციანი შემადგენლობა დაამტკიცა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე, რომელიც 22-23 სექტემბერს გაიმართება. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.