თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და უზბეკეთის მთავრობები დიდ ყურადღებას უთმობენ ერთმანეთთან საქონელბრუნვის გაზრდას, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ტაშკენტში უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიიოვთან შეხვედრაზე.
„სამთავრობო ხაზით მხარეები პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობენ ერთმანეთთან ვაჭრობის სამჯერ გაზრდის ამოცანას 2030 წლისთვის“, — აღნიშნა მიშუსტინმა.
მისი თქმით, ასეთი ამოცანა ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა დასახეს.
რუსეტის პრემიერი უზბეკეთს ორშაბათს, 9 სექტემბერს ეწვია ოფიციალური ვიზიტით, რომელიც 10 სექტემბერს დასრულდება.