სამეგრელოში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ბაბუა დააკავეს

არასრულწლოვანს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც პოლიციას შეატყობინა.
9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის141-ე პრიმა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.