პარიზის პარალიმპიადის დახურვის დღეს აკაკი ჯინჭარაძე იასპარეზებს

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების დახურვის დღეს ერთი ქართველი პარალიმპიელი აკაკი ჯინჭარაძე იასპარეზებს.
პარაწოლჭიმი: აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ). დასაწყისი - 17:35 სთ.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ხუთ სახეობაში უკვე 13 პარაათლეტით იასპარეზა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ეტლით ფარიკაობა: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი
პარამძლეოსნობა: გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა), დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა)
პარატაეკვონდო: ანა ჯაფარიძე (-54 კგ), ლია ჩაჩიბაია (-47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ)
პარასროლა: ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე)
პარაძიუდო: ზურაბ ზურაბიანი ( -60 კგ), გიორგი ქალდანი (-73 კგ), ინა ქალდანი (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ)
პარაწოლჭიმი: აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).