თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ეკუთვნის პირს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.