თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს 9 სექტემბრის 10:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
GWP-ს ცნობით, კომპანია ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 სექტემბრის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: თეოფილე დავითაიას, პატარიძის, მშველიძის, შანდორ პეტეფის, ლეჟავას, ვაზის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, აჩაბეთისა და ხელოვანთა ქუჩებს, წულუკიძის ქუჩის მე-3 და მე-4 შესახვევებს, ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრო რაიონებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.