დრაჟენ პეტროვიჩის მემორიალურ მატჩში ევროპის ვარსკვლავთა გუნდს შენგელია კაპიტნობდა

მოედანზე ხორვატიის ნაკრები და გუნდი „დრაჟენი“ გამოვიდა, რომლებიც მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და იტალიური „ვირტუს ბოლონიის" კაპიტანი თორნიკე შენგელია ზაგრებში ლეგენდარული ხორვატი კალათბურთელის დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩზე ევროპელი ვარსკვლავების გუნდს კაპიტნობდა.
მოედანზე ხორვატიის ნაკრები და გუნდი „დრაჟენი“ გამოვიდა, რომლებიც მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული.
ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა.
მატჩი ევროპელი ვარსკვლავების გუნდმა „დრაჟენმა“ ანგარიშით 110:107 მოიგო. გამარჯვების ბურთი მადრიდის „რეალის“ კალათბურთელმა ჯანან მუსამ ჩააგდო. შენგელიასა და მუსასთან ერთად გუნდში თამაშობდნენ: შეინ ლარკინი, ვალტერ ტავარეში, მატიას ლესო, ვანია მარინკოვიჩი, ანდრეას ობსტი, ბობან მარიანოვიჩი და სხვები.
თამაშში მონაწილეობდნენ კალათბურთის ცოცხალი ლეგენდები: ვლადე დივაცი, ნიკოს გალისი, დეიან ბოდიროგა, პანაიოტის იანაკისი, ტონი კუკოჩი, ჟარკო პასპალი, ტონი პორტერი, კენი ანდერსონი, ზორან რადოვიჩი, პრედრაგ დანილოვიჩი, სვეტისლავ პეშიჩი, ერგინ ატამანი, ხორხე გარბახოსა, ლუკა დონჩიჩი, როკო ლენი უკიჩი.
მიწვეულ სტუმართა შორის იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.