პესკოვი: სპეცოპერაციის დასრულების ზუსტი თარიღი არ არსებობს

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დასრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს, სპეცოპერაცია მაშინ დასრულდება, როცა რუსეთი ყველა მიზანს მიაღწევს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
„ჩვენ უნდა შევასრულოთ ის მიზნები, რომლებიც დასახული იყო სპეცოპერაციის დასაწყისში. ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი მომავალი თაობები. ჩვენ უნდა მივცეთ მათ უსაფრთხოება, პროგნოზირებადობა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ჩვენს კონტინენტზე“, - აღნიშნა მან.
პესკოვის განმარტებით, სპეცოპერაციის დასრულების კონკრეტული ვადები „მნიშვნელოვანი არ არის“, თუმცა, „ჯობს მალე, ვიდრე ნელა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, მის მიზნებად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციზაცია, ასევე დონბასის მცხოვრებლების დაცვა გამოაცხადა.
იმავე წლის სექტემბერში მან სპეცოპერაციის მიზნებს უკრაინის ტერიტორიაზე „ანტირუსული ანკლავის“ ლიკვიდაციაც დაამატა.
EEF ვლადივოსტოკში 3-6 სექტემბერს გაიმართება შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პლატფორმაზე. მისი ორგანიზატორია ფონდი „როსკონგრესი“, გენერალური მედიაპარტნიორი — Sputnik-ი.