ქართველები პარიზის პარალიმპიადაზე: ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა პარაძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
J2 წონითი კატეგორიის ფინალში ზურაბიანი უზბეკეთის წარმომადგენელ შერზოდ ნამაზოვთან დამარცხდა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები მოიპოვეს ზურაბ ზურაბიანმა და მსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.