თბილისის აეროპორტში ათობით შეკვრა ბუნებრივი თმის პროდუქციის შემოტანა სცადეს

საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქონელი რამდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24.344,98 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.