ზახაროვამ რუსული მედიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები გააკრიტიკა

Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რუსული მედიის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებით ვაშინგტონმა საკუთარ თავს აჯობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
„საკუთარ თავს აჯობეს, ვინაიდა რუს ჟურნალისტებზე და მედია-კორპორაციების მთავარ რედაქტორებზე წინა თავდასხმებისგან განსხვავებით, ამჯერად რაღაც გასაკვირი მოხდა: ამერიკის ხელისუფლებამაც კი ვერ შეძლო, სრულად გაეხმოვანებინა ზომები, რომლებიც მიიღეს“, — აღნიშნა ზახაროვამ.
როგორც მან თქვა, არავის ესმის, რომელ ჟურნალისტებსა თუ მთავარ რედაქტორებზე ვრცელდება შეზღუდვები.
„აქ არის რუსოფობია, აქ არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე, აქ არის დისკრიმინაცია და აქ არის ამერიკული სიღრმისეული სახელმწიფოს ყველაზე ბინძური თამაშები ელექტორალური ციკლის ფარგლებში მანიპულირებისთვის“, — მიაჩნია ზახაროვას.
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს სანქციები დაუწესა მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“, „რია ნოვოსტის“, RT-ს, Sputnik-სა და Ruptly-ს. ახალი სანქციები შეეხო მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და RT-ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანსა და ამ ტელეარხის რამდენიმე ტოპ მენეჯერს.
EEF ვლადივოსტოკში 3-6 სექტემბერს გაიმართება შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პლატფორმაზე. მისი ორგანიზატორია ფონდი „როსკონგრესი“, გენერალური მედიაპარტნიორი — Sputnik-ი.