იტალიის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს საპარსი კასეტების მოპარვას ედავება

მამაკაცს ზურგჩანთაში მოპარული 30 ცალი საპარსი კასეტა ჰქონდა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 900 ევროა.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. იტალიაში, ტოსკანის პროვინციის ქალაქ ლუკაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იტალიური მედიაზე დაყრდნობით.
ოთხშაბათს საღამოს მარლიას დასახლებაში სუპერმარკეტ „ესელუნგაში" 24 წლის მამაკაცმა ათეულობით საპარსი კასეტის მოპარვა სცადა. სუპერმარკეტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მისმა ზურგჩანთამ დააეჭვა და სალაროსთან შეაჩერა, შემდეგ კი პოლიცა გამოიძახეს.
ჩხრეკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდას ზურგჩანთაში მოპარული 30 ცალი საპარსი კასეტა ჰქონდა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 900 ევროა.
მედიის ცნობით, კაცს იტალიაში მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს. ის ქურდობისთვის წარსულშიც არის ნასამართლევი.