ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

ხარჯებმა პერსონალზე მეორე კვარტალში 4,6 მლრდ ლარი შეადგინა
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 769,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილ-ივნისის მონაცემზე 4,4%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 56,4% მამაკაცია, ხოლო 43,6% – ქალი.
უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 3,4%-ით გაიზარდა და 724 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე მეორე კვარტალში 4,6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13,5%-ით მეტია.
საშუალო თვიური ხელფასი საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე ასე გამოიყურება:
მსხვილი ბიზნესი – 2.224 ლარი
საშუალო ბიზნესი – 2538,1 ლარი
მცირე ბიზნესი – 1653,6 ლარი
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.105,5 ლარი, რაც 190,7 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.636,3 ლარი, რაც 153,8 ლარით მეტია 2023 წლის აპრილი-ივნისის მაჩვენებელზე.
საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 53,6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11,6%-ით მეტია 2023 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ასახვაში საანგარიშო პერიოდში 20,5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.