თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რუსეთს სჭირდება ქვეყნის ენერგეტიკული სუვერენიტეტის ჩამოყალიბება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის (EEF) პლენარულ სესიაზე.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის რესურსული სუვერენიტეტი, უნდა შევქმნათ სტაბილური ბაზა ჩვენი რეგიონების, ქალაქებისა და დაბების ეროვნული ეკონომიკის უწყვეტი მომარაგება ხელმისაწვდომი ნედლეულითა და საწვავით“, — აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის EEF-ზე გამოსვლა მსოფლიო ტელეარხების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასეთთა შორის არიან Independent-ისა და Times-ის იუთუბ-არხები, ინდური გაზეთი და ტელეარხები — Hindustan Times, Times of India და India Today, ასევე სააგენტო ANI და ესპანური ტელეარხი Negocios TV.
გარდა ამისა, ტექსტური ტრანსლაცია მიმდინარეობს ჩინურ არხ CGTN-ზე.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 3-6 სექტემბერს ტარდება ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში.
EEF-ის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან „რია ნოვოსტი“ და Sputnik.