თბილისში 6,1 ათას აბობენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო სამგორის რაიონში 6,1 ათას აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპნაია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეწყდება 5 სექტემბრის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 5 სექტემბრის 17:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ისე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.