თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი ხედავს დასავლეთის ქვეყნების მზარდ ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ჩვენ უკვე ვხედავთ დასავლეთის უშუალო ჩართვას უკრაინის კონფლიქტში. კოლექტიური დასავლეთი არის მთავარი დამკვეთი, კიევის რეჟიმის სამხედრო აგრესიის მთავარი გამტარებელი. ისინი უფრო და უფრო ღიად ავლენენ თავიანთ პირდაპირ მონაწილეობას, როგორც დაინტერესებული ქვეყანა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
როგორც მან თქვა, რუსეთი აფრთხილებს ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების პოლიტიკოსებს, რომ რუსეთი უკრაინის შემდგომ აგრესიულ ნაბიჯებს დაუყოვნებელ და მტკივნეულ პასუხს გასცემს.