რუსეთის სპორტის მინისტრმა სპორტსმენებს ხმამაღლა ლაპარაკისკენ მოუწოდა

Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. რუსმა სპორტსმენებმა მეტი უნდა ილაპარაკონ მედიაში, რათა ძალის აგრესიულ ტალღას სიმართლის ძალა დაუპირისპირონ, განაცხადა რუსეთის სპორტის მინისტრმა მიხაილ დეგტირევმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორიუმის სესიაზე „ეტაპების ცვლა მსოფლიო სპორტში“.
„ვისურვებდით მეტ მხარდაჭერას სხვა ქვეყნების სპორტსმენებისგან, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი ათლეტების იმედადაც ვიყოთ, რომ მეტს ილაპარაკებენ. ძალა მედიაშია. აგრესიულ ტალღას შეიძლება დავუპირისპიროთ სიმართლის ძალა. <...> თუ ისინი ჩუმად იქნებიან, ამერიკიდან დაგვცხებენ, ყველა მხრიდან. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ რატომღაც მდუმარე უმრავლესობა ვართ. ჩვენ უნდა ვიქცეთ ხმამაღალ უმრავლესობად და ამაზე ვმუშაობთ“, — აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
ამასთან დეგტიარევმა ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება სპორტსმენის დისკრიმინაცია ნებისმიერი ფაქტორის გამო, ხოლო დოპინგი — ეს ბოროტებაა.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის (FEFU) კამპუსში იმართება 3-6 სექტემბერს. მისი ორგანიზატორია ფონდი „როსკონგრესი“, გენერალური მედიაპარტნიორი — Sputnik-ი.