თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნების სამხედრო სწავლება „ურთიერთქმედება 2024“ დაიწყო.
„სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ურთიერთქმედება 2024“ <...> ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება", - ნათქვამია ოგანიზაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
აღინიშნება, რომ სამხედრო მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ CSTO-ს წევრი ქვეყნების — ბელორუსიის, რუსეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტები და ორგანიზაციის სამდივნოსა და გაერთიანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფები.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობას არ მიიღებს სომხეთი, რომელიც CSTO-ს წევრია, თუმცა ცოტა ხნის წინ სრულად გაყინა ურთიერთობები ორგანიზაციასთან.