თბილისში 12 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზმომარაგება ისანი-სამგორის რაიონის 12 ათასამდე აბონენტს შეუწყდება, ნათქვამია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეწყდება 3 სექტემბრის 13:00 საათიდან 4 სექტემბრის 10:00 საათამდე პერიოდში. გაზმომარაგების აღდგენა 4 სექტემბრის 21 საათისთვის დასრულდება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, გაზმომარაგება შეუწყდება ბერი გაბრიელ სალოსის, ქეთევან წამებულის გამზირის, ორთაჭალის ტურფის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის, ნავთლუღის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებსა და დაწესებულებებს.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.