დასახელდნენ ანდრეი სტენინის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა ფოტოხელოსანი სანქტ-პეტერგიდან ანა პლიუსნინა.
საერთაშორისო ჟიურიმ ერთხმად მიანიჭა მას საიუბილეო კონკურსის უმაღლესი ჯილდო - ფოტონამუშევრების სერიისათვის „ჩახედე ადამიანს თვალებში“, რომელიც მიეძღვნა ბავშვებს აუტისტური სპექტრის დარღვევით და მათ ახლობლებს.
„ჩახედე ადამიანს თვალებში“
ფოტონამუშევრების ეს სერია წარმოდგენილი იყო ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“.
გრან-პრიზთან ერთად გამოცხადდა 2024 წლის შორთ-ლისტის ყველა მონაწილის საპრიზო ადგილები.
ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბები“ საუკეთესოდ აღიარეს ნოვოსიბირსკელი ფოტოხელოვნის , ვლადისლავ ნეკრასოვის ნამუშევარი „ვალი“. ის მიეძღვნა ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ სანგზავრო თვითმფრინავის პილოტს, რომელმაც განახორციელა იძულებითი დაშვება მინდორზე, ნოვოსიბირსკის ოლქში.
ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბები“, სერიებს შორის, პირველი ადგილი მიენიჭა ფრედერიკა ჟენინასს იტალიიდან - სერიისათვის „აჰავას დრო“. მასში მონათხრობია აჰავის ჯიშზე, რომელიც გამოიყენება მეზკალის დასამზადებლად. მსოფლიოში მზარდი მოთხოვნა ამ სასმელზე ზეწოლას ახდენს მექსიკაზე, თუმცა, არ ითვალისწინებს მცენარის გაზრდის ბუნებრივ დროს...
სპორტულ ნომინაციაში, კატეგორიაში „ცალკეული ფოტო“, პირველი ადგილი დაიკავა ნამუშევარმა ‘ჩითაგონგის ბავშვები ტალახში თამაშიბენ“. მისი ავტორია მოჰამად სუმანი ბანგლადეშიდან, რომელმაც ასახა ქალაქი სათამაშო მოედნების გარეშე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ თავისუფალი დრო გაატარონ.
კონკურსის მონაწილეთა შორის ყველაზე პოპულარულ ნომინაციაში „ჩემი პლანეთა“ საუკეთესო ცალკეულ ნამუშევრად აღიარებულია ფოტოსურათი „იქ, სადაც მწვანე სიცოცხლის ფერი არ არის“. მისი ავტორია პაულა ჰესუს ბრინიარდელო იტალიიდან, რომელმაც ნამუშევარში თავისი ხედვა ასახა, თუ როგორ იძენს ჯოჯოხეთი მწვანე ფერს...
ნომინაციაში „ჩემი პლანეტა“ სერიებს შორის საუკეთესო გახდა სერია „მოგონებები ცხოვრებაზე, სანამ პროგრესი დადგებოდა“ - ბანგლადეშელი ავტორის მოსფიკურ რაჰმან ჯოჰანის. სერიაში გაერთიანებულია ავტორის ბავშვობის მოგონებების ყველაზე მკვეთრი მომენტები...
ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ საუკეთესოდ აღიარებულია რუსი და ინდიელი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრები. „ბავშვებს ეშინიათ, მე თვითონ ხომ მამა ვარ’ - ასე ჰქვია ნოვოსიბირსკელი ალექსანდრ ოშჩეპენკოვის ნამუშევარს, რომელიც მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მტვირთავის რზა რზაევის შესახებ. მან ქალაქში ავარიის დროს ბავშვები მდუღარე წყლიდან ამოიყვანა და გადაარჩინა. ქალაქის მოსახლეობამ ბილეთის ფული შეუგროვა, რომ რზას ოჯახი მოენახულებინა, მან კი ეს თანხა ბავშვთა სახლს გადაურიცხა. „ბავშვებს ეშინიათ, მე თვითონ ხომ მამა ვარ’, - ამბობდა რზა. ინდიელი რეპორტიორის, რაჯენდრ პანდეის სერია „განდევნილი ქვრივი ქალები“ მოგვითხრობს ინდოეთის ქალაქ ვრინდავანზე, სადაც 20 ათასზე მეტი ქვრივი ქალი ცხოვრობს. მათ უსასტიკესად ეპყრობიან მათივე ოჯახებში.
ყველაზე ატმოსფერული ფოტოები იყო წარმოდგენილი ნომინაციაში „ხედი ზემოდან. ცალკეული ფოტო“. საპრიზო ადგილი ჟიურიმ მიანიჭა აუნგ ჩან ტარას (მიანმა) ფოტონამუშევარს „ლილის ყვავილები“...
მოსკოვში გამართულმა ცერემონიამ დასაწყისი დაუდო კონკურსის ლაურეატების ფოტონამუშევრების ტრადიციულ საგამოფენო ტურნეს. საერთაშორისო როუდ-შოუმ უკვე დაგეგმა გაჩერებები ეთიოპიაში, სერბეთში და არგენტინაში, მაგრამ მისი გეოგრაფია მომავალში ბევრად უფრო გაფართოვდება.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ, რუსეთის ფედერაციის იუნესკოს საქმეთა კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიზიდვას. ესაა მოედანი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფებისათვის...
კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik(საერთაშორისო), ტელეარხი და პორტალი RT (საერთაშორისო), მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი ამბების სააგენტო ANA(სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media Group (SUMG) (ჩინეთი), გაზეთ China Daily -ის ნტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), ინტერნეტ-პორტალი The Paper (ჩინეთი), მედიაქსელი Al Mayadeen (ლიბანი).
კონკურსის მხარდამჭერები დარგობრივი პარტნიორების სტატუსში არიან: რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists (რუსეთი), პორტალი Russian Photo (რუსეთი), პორტალი Photo-study.ru (რუსეთი).