საქართველოს თავდაცვის ძალების კაპრალი თურქეთში გარდაიცვალა

კაპრალი ზურაბ ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის კლინიკაში ქართველი კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის კაპრალი ზურაბ ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში.
მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.